“ტელეკომპანია ფორმულას წილი შეიძლება დააყადაღონ” – გიორგი მშვენიერაძე

"ტელეკომპანია ფორმულას წილი შეიძლება დააყადაღონ" - გიორგი მშვენიერაძეიურისტი გიორგი მშვენიერაძე არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, ტვ ფორმულას წილი დააყადაღონ:

“პროგნოზების კეთება ზოგადად არ მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ იმდენად პრიმიტიულია ხელისუფლების ქცევა, რომ თავს ვერ ვიკავებ. აი, მაგალითად ახლა, მგონია რომ თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე რომელიმე დამოუკიდებელი მოსამართლე ტვ ფორმულას წილს დააყადაღებს.

და რას ნიშნავს ეს, ვფიქრობ ისეც ცხადია”, – წერს გიორგი მშვენიერაძე.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და “ფორმულას” დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.