თბილისში 3 მოზარდი დაჭრეს

თბილისში 3 მოზარდი დაჭრესთბილისში სადგურის მოედანზე 3 არასრულწლოვანი დაჭრეს.

დაჭრა ცივი იარაღით მოხდა. დაპირისპირება ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის მოხდა. უთანხმოების მიზეზი კი მოზარდებს შორის მუსიკალური გემოვნება გახდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.