თბილისში ვერაზე კანონიერი ქურდის 20 წლის შვილი ჩაცხრილეს

თბილისში ვერაზე კანონიერი ქურდის 20 წლის შვილი ჩაცხრილესვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე, 20 წლამდე ბიჭი ჩაცხრილეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამ ეტაპზე საგამოძიებო ქმედებები უტარდება იმ ავტომობილს, რომლითაც მოხდა დაჭრილის საავადმყოფოში გადაყვანა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ოთხმა პირმა ,,რენჯ როვერის” მარკის მანქანაში მჯდომი პირი მანქანიდან გადმოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

მას 9 ტყვია აქვს მოხვედრილი და კლინიკაში კერძო ავტომობილით მიიყვანეს. მისი მდგოამრეობა მძიმეა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, დაჭრილი “კანონიერი ქურდის” შვილია.

სავარაუდო თავდამსხმელები ამ დროისთვის მიმალულები არიან, პოლიცია მათ კვალზე გასვლას ცდილობს და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

,,რენჯ როვერის” მარკის ავტომობილზე 2 ტყვიის კვალი ემჩნევა.