“თირკმელი ამოაჭრეს, კუჭი ჰქონდა გახვრეტილი, ნაწლავიც ამოუკერეს” – წყნეთში მასშტაბური სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა

"თირკმელი ამოაჭრეს, კუჭი ჰქონდა გახვრეტილი, ნაწლავიც ამოუკერეს" - წყნეთში მასშტაბური სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრატვ პირველმა წყნეთში, გიორგი შერვაშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები გაარკვია – როგორც დევნილთა დასახლებაში “პირველების” კორესპონდენტს უყვებიან, ორმხრივი სროლის შედეგად სულ 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი ქალი, მას ბრმა ტყვია მოხვდა.

სისხლიან დაპირისპირებაში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, სროლა კი დევნილთა დასახლებაში 20 წუთის განმავლობაში ისმოდა.

“ტვ პირველი” დაჭრილი ქალის, ია ქვაჩახიას დედას ესაუბრა. მისი თქმით, ქვაჩახიას გადაუდებელი ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა.

“თირკმელი ამოაჭრეს, კუჭი ჰქონდა გახვრეტილი, ნაწლავიც ამოუკერეს. გამჭოლი ჭრილობა იყო”- აცხადებს დაჭრილი ქალის დედა.

შიგაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაუწყო რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.