„თუ შევამჩნიე ტურში მდიდრები არიან, ვეტენები, ორგანიზმი მთხოვს მათთან დაახლოებას“ – დათო ლიკლიკაძე

„თუ შევამჩნიე ტურში მდიდრები არიან, ვეტენები, ორგანიზმი მთხოვს მათთან დაახლოებას“ - დათო ლიკლიკაძედათო ლიკლიკაძე ფეისბუქზე წერს:

„რა არის ჩემი წარმატების საიდუმლო გიდობის დროს?
გგონიათ მართლა ყველაფერი ვიცი სადაც მიმყავს ეს ხალხი? მაგრამ მე ქარიზმატული ვარ, არ ვჩურჩულებ, რაც ვიცი ვყვირი და ემოციურად გადმოვცემ. არ ვყვები საშინელ ისტორიებს, ჩემს ლექსიკაში არ არის სიტყვები „სამწუხაროდ“, „საუბედუროდ“. მე მხოლოდ კარგ ამბებს ვუყვები ტურისტებს, არ ვახარჯინებ ბევრ ფულს, არ ვაჯენ ტრანსპორტში, დამყავს ფეხით და მხოლოდ უფასო მუზეუმებთან მიმყავს. სადაც ფასიანია არ ვეუბნები რომ „ოოო, ამის გარეშე წასვლა რავა შეიძლება?“, ისე შეიძლება როგორც დაგიბარებია. მოკლედ ჩემთან ტურისტები კომფორტულად არიან. ნაკლიც მაქვს (სანამ წამომაძახებენ სჯობს ვთქვა), თუ შევამჩნიე რომ ტურში მდიდრები არიან, რაღაცნაირად გადამეტებულ ყურადღებას ვიჩენ მათდამი, თითქოს ვეტენები კიდეც… რა ჯანდაბა მჭირს არ ვიცი. მე ასეთი არა ვარ, უბრალოდ ორგანიზმი მთხოვს მათთან დაახლოებას.“