“უდიპლომო სასიძოს” ბიჭიკო გარდაიცვალა – კოტე მგალობლიშვილი კოვიდ 19-ის გართულებებმა იმსხვერპლა

"უდიპლომო სასიძოს" ბიჭიკო გარდაიცვალა - კოტე მგალობლიშვილი კოვიდ 19-ის გართულებებმა იმსხვერპლა81 წლის ასაკში მსახიობი და პოლიტიკოსი კოტე მგალობლიშვილი გარდაიცვალა. იგი მაყურებელმა ფილმში “უდიპლომო სასიძო” შესრულებული მთავარი როლით გაიცნო. კოტე მგალობლიშვილი კიდევ რამდენიმე ქართულ ფილმშია გადაღებული, თუმცა ყველაზე წარმატებული მისთვის ბიჭიკოს პერსონაჟი აღმოჩნდა.

კოტე მგალობლიშვილი 1995 დან 2008 წლამდე საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

გარდაცვალების მიზეზად კოვიდ-ინფექციის გადატანის შემდეგ დარჩენილი გართულებები სახელდება.

რუსთავი 2