“ვინც კოვიდი გადაიტანა და აიცრა, ყველაზე კარგი იმუნიტეტი აქვს” – ბიძინა კულუმბეგოვი

"ვინც კოვიდი გადაიტანა და აიცრა, ყველაზე კარგი იმუნიტეტი აქვს" - ბიძინა კულუმბეგოვიბიძინა კულუმბეგოვმა ფეისბუქში დაწერა:

“გადატანილებს უკეთესი იმუნიტეტი აქვთ ვიდრე აცრილებსო!?” პასუხი მოკლე და ლაკონურია “თუ გადარჩი კი”

რეალობა შემდეგია, კოვიდის გადატანის შემდეგ საშუალოდ ინფიცირებულების 1/3- ს ანტისხეულები არ უყალიბდება (განსაკუთრებით უსიმპტომო და მსუბუქი ფორმის დროს), ამიტომ დღეს რაც მყარად ვიცით, ისაა, რომ ვინც გადაიტანა და აიცრა, ყველაზე კარგი იმუნიტეტი მათ აქვთ. ამიტომ ნუ დაელოდები ვერაგ კოვიდს, აიცერი და დახვდი მას მაქსიმალურად დაცული.”