“ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე ვარ ივერი მელაშვილის მკვლელობის ორგანიზატორი” – დიმიტრი ლორთქიფანიძე მედიის დასჯას ითხოვს

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე ვარ ივერი მელაშვილის მკვლელობის ორგანიზატორი" - დიმიტრი ლორთქიფანიძე მედიის დასჯას ითხოვს“პრიმაკოვის” ცენტრის დირექტორი, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ის პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. ლორთქიფანიძის თქმით, თუ არ დადასტურდება, რომ ის აპირებდა ივერი მელაშვილის სიცოცხლის ხელყოფას, ის მედიასაშუალებების წარმომადგენლების პასუხისმგებლობას ცრუ ბრალდებისთვის მოითხოვს.

იმპერატიულ ტონში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე ვარ ივერი მელაშვილის მკვლელობის ორგანიზატორი, გენ პროკურატურას აქვს ვალდებულება, ინგა გრიგოლიას, ელისო კილაძეს, “რუსთავი2-ის”, “მთავარის” და “ფორმულას” გასულ ინფორმაციაზე, სადაც მე მოხსენიებული ვარ ორგანიზატორად მკვლელობის, ამ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება. თუ არ დადასტურდება აღნიშნული ბრალდება, რომელსაც მე მიყენებს კოლექტიური ინგა გრიგოლია, დაიწყოს გამოძიება სსკ-ს 373-ე მუხლით, რაც ცრუ ბრალდებისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს”, – ამბობს ლორთქიფანიძე.
ლორთქიფანიძე ჩანაწერში მითითებულ პირთან, დიმიტრი ქართველიშვილთან ნაცნობობას და აქტიურ კომუნიკაციას  ადასტურებს.

არ მიკვირს, რომ მე და დიმიტრი ქართველიშვილი ერთად აღმოვჩნდით ამ დარტყმის ეპიცენტრში, მე ვადასტურებ, რომ ქართლელიშვილს ვიცნობ და მასთან არაერთგზის მისაუბრია.
ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის  საუბარია, რომ ლორთქიფანიძე კარტოგრაფის, ივერი მელაშვილის მოკვლას აპირებდა.

ტვ პირველი