ზურაბ გურული – “სხვანაირად მინდოდა 55-თან შეხვედრა, მაგრამ რა გაეწყობა…”

ზურაბ გურულმა ფეისბუქში დაწერა:

“კორონა-პანდემია რომ არა, ცოტა სხვანაირად მინდოდა 55-თან შეხვედრა, მაგრამ რა გაეწყობა, ეტყობა ასე იყო საჭირო; არავინ იცის არსთაგამრიგის ზრახვები და გეგმები.
ღვთისმშობლობას ვულოცავ საქართველოს; სასიკეთოდ შემობრუნებულიყოს ბედის ჩარხი ჩვენი ნაწვალები და ნატანჯი ქვეყნისთვის.”