„24 წლის შემდეგ ვნებდები… ვუყურებ როგორ წაიყვანს “ქართული ოცნება” ქვეყანას სრული კრახისკენ“ – ფადი ასლი

„24 წლის შემდეგ ვნებდები... ვუყურებ როგორ წაიყვანს "ქართული ოცნება" ქვეყანას სრული კრახისკენ“ - ფადი ასლიფადი ასლი სოციალურ ქსელში წერს:

„საბოლოოდ, თუ საქართველოს მოსახლეობის 47% ხმა მისცა კორუფციას, ნეპოტიზმს, ჰომოფობიას, ტვინების გადინებას, უმუშევრობას, ინფლაციას, სიღარიბეს, პროტექციონიზმსა და რუსეთთან მიერთებას, მე ვინ ვარ, რომ მათ სურვილს წინ აღვუდგე?

ჩემი ცხოვრების 24 წელი ვიბრძოდი ჩემი მეორე სამშობლოსთვის, რომ ვარსკვლავთა შორის ვარსკვლავივით ებრწყინა, მჯეროდა საქართველოსი და არ მსურდა მენახა სახელმწიფო როგორ ჩამოშლებოდა ლიბანივით, რომელიც ჩემი სამშობლოა.

სამწუხაროდ წავაგე; შევწირე ჩემი ბიზნეს ინტერესები, ჩემი უსაფრთხოება და ნერვები.

24 წლის შემდეგ ვნებდები, აღარასდროს გავაკეთებ კომენტარს დამახინჯებულ სამთავრობო პოლიტიკაზე, არ მივცემ ინტერვიუებს, არ აღვუდგები წინ მთავრობას და უბრალოდ მაყურებლის როლში ვიქნები, თუ როგორ წაიყვანს “ქართული ოცნება” ქვეყანას სრული კრახისკენ.

ყველა თქვენგანს ბოდიშს გიხდით დანებებისთვის, მაგრამ ვერ ვიქნები დონ კიხოტი, რომელიც ქარის წისქვილებს ებრძვის“.