“ანტიბიოტიკები კოვიდის სამკურნალო საშუალება არაა!” – მაია ბუწაშვილი

"ანტიბიოტიკები კოვიდის სამკურნალო საშუალება არაა!" - მაია ბუწაშვილიმაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“რამ­დე­ნი­მე მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, არ აღ­მოჩ­ნდა მარ­ტი­ვი და ბევ­რჯერ გა­მე­ო­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს:

“გა­დას­ხმე­ბი” არ არის კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა!
ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი არ არის კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა!
ხვე­ლა არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ანს ჭირ­დე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კი!
და სა­ერ­თო­დაც, კო­ვი­დის დი­აგ­ნო­ზი არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ანს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა რა­ი­მე წა­მა­ლი!
კო­ვი­დის დი­აგ­ნო­ზი არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის ჩა­ტა­რე­ბა!
კო­ვი­დის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტში კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ით პნევ­მო­ნი­ის დი­აგ­ნო­ზი (და რო­მე­ლი­მე­ქუ­ლით შე­ფა­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა) ავ­ტო­მა­ტუ­რად არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ანს ჭირ­დე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კი!
კო­ვი­დის დი­აგ­ნო­ზი ავ­ტო­მა­ტუ­რად არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ანს ჭირ­დე­ბა „სის­ხლის გა­მა­თხე­ლე­ბე­ლი“ მე­დი­კა­მენ­ტი!
არც D დი­მე­რის ნე­ბის­მი­ე­რი მო­მა­ტე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ­პა­ცი­ენტს ჭირ­დე­ბა „სის­ხლის გა­მა­თხე­ლე­ბე­ლი“მე­დი­კა­მენ­ტი!
პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც ბი­ნა­ზეა და არ ჭირ­დე­ბა ჟანგბა­დი,არ ჭირ­დე­ბა დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი!
დექ­სა­მე­ტა­ზო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი ქონ­დეს და ამი­ტომ თვით­ნე­ბუ­რად მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა!”