ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი ფეისბუქზე წერს:
„მაღელვებს ჩემი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არ მინდა მიშას სიკვდილი და თუ ჩემი ეს პოზიცია სამშობლოს ღალატია, იმან მესროლოს, ვინც მიშას ნავში არ მჯდარა. (მე იმ 9 წელშიც არ ვყოფილვარ მიშისტი). ეს პოსტი გინდა პოლიტიკურად აღიქვით გინდა მოქალაქეობრივად… ვერ და არ გამიხარდება არასდროს ის, რაც “ერთმორწმუნე ძმებს” აბედნიერებთ! ადამიანის ჯანმრთელობაზე ღლიცინი კი უკიდეგანო ყ…ბაა. (ნაცი იქნება, ქოცი თუ შავრაზმელი ვასაძე ან ნანა კაკაბაძე). სულ ეს არის, ამ ეტაპზე რისი თქმაც მინდოდა.“

