ავსტრიის კანცლერი კურცი გადადგა

ავსტრიის კანცლერი კურცი გადადგაავსტრიის კანცლერი თანამდებობიდან გადადგა. სებასტიან კურცმა მთავრობის მეთაურობა ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე შელენბერგს შესთავაზა.

ავსტრიის კანცლერის გადადგომა ოპოზიციურმა პარტიებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც სებასტიან კურცზე ავსტრიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მას ბრალი ქრთამის აღებასა და კორუფციაში ედება.

როგორც ცნობილია, სებასტიან კურცმა 2016-2018 წლებში ქვეყნის საბიუჯეტო სახსრები ავსტრიულ გაზეთში რეკლამების დასაფინანსებლად გამოიყენა, რაც კურცის პარტიისთვის მომგებიანი გამოკითხვის განთავსებას ისახავდა მიზნად.

როგორც ცნობილია, სებასტიან კურცი პარტიის ლიდერად რჩება და ის პარლამენტში მუშაობას გააგრძელებს. მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს კი უარყოფს.