ბათუმში ქალს მანქანა დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ქალს ავტომანქანა დაეჯახა.

თვითმხილველის თქმით, ქალმა ავტოავარიის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბათუმელები