დემნა გვასალია სიმპსონების სერიალში გამოჩნდა

დემნა გვასალია სიმპსონების სერიალში გამოჩნდაბოლო წლებში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, რთულად წარმოსადგენი იქნებოდა, რომ მოდის დიზაინის ქართველი ინოვატორი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ანიმაციაში, “სიმპსონებში” გამოჩნდებოდა.

“სიმპსონების” სპეციალურ ეპიზოდში მაყურებელს ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელსა და მეტ გალა 2021-ის ვარსკვლავის ხილვა უკვე შეუძლია. ყველაფერი კი იმაზე უფრო საინტერესოა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. რეალურად, არა დემნა, არამედ სიმპსონები აღმოჩნდნენ ბალენსიაგას  ორიგინალურ შოუში. ბრენდმა ცნობილი ანიმაციის შემქმნელებთან ითანამშრომლა, რათა პარიზში გამართულ ღონისძიებაზე 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარედგინა.

“მე საბჭოთა კავშირში გავიზარდე “- ამბობს სიმფსონების ახალ სერიაში ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, 10 წუთიან ეპიზოდში ის რამდენჯერმე ჩნდება, ანიმაციური სერიალის პერსონაჟებს ბალენსიაგას​​ სამოსს აცმევს და თავის წარმომავლობაზეც მიანიშნებს.

რუსთავი 2