ეკა ბესელია – “არა მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი, მოშიმშილე, ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანის, სააკაშვილის, მიმართ!”

ეკა ბესელია - "არა მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი, მოშიმშილე, ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანის, სააკაშვილის, მიმართ!"ეკა ბესელიამ ფეისბუქში დაწერა:

“ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა და თან დღეს …
მე მომწონს ეს შინაგანი თავისუფლება ,რომელიც წლების ბრძოლით მოვიპოვე და ასევე ბრძოლით შევინარჩუნე და ამიტომაც დავწერ ისე, როგორც ვფიქრობ სააკაშვილზე …
რასაკვირველია მახსოვს, როგორი ტანჯვის გზა გამატარა, როდესაც ჩემი უდანაშაულო ძმა და სკოლის მოსწავლე შვილი დააპატიმრა და ჩემთან შურისძიების გამო მძევლად ამყოფა … მთელი ორი წელი გაგრძელდა ჩემი და ჩემი ოჯახის ენით აღუწერელი წამება ….
და ჩემი დასჯა გადაწყვიტა მან და მერაბიშვილმა მხოლოდ იმიტომ , რომ ჩემს პროფესიაზე უარი ვთქვი დროებით და ქუჩაში გამოვედი თავისუფლების და სამართლიანობისთვის….

მაგრამ ფეხი არ მომიცვლია….არ შემშინებია ….
სასტიკად გამომცადა იმ ხელისუფლებამ !
ბიძინამ რომ მთხოვა – მჭირდები და ერთად ვიბრძოლოთო – პირველი რაც ვუთხარი – მე მხოლოდ სამართლიანობისთვის ვიბრძვი და თავისუფალი სასამართლო უნდა იყოს ამ ქვეყანაში როცა მოხვალთქო!….
იგივე გზას დაადგა თავადაც და ოცნებაც და რასაკვირველია უარი ვთქვი მათზეც და ყველაფერზე ….
ამათაც სასტიკად გამომცადეს …..
მორალური ზღვარი წაიშალა ….
დღეს სააკაშვილს ისინი ამუნათებენ ყველაზე მეტად, ვინც ბრძოლაში არ მინახავს და ზარქუები, კობახიძე -მათიკაშვილები ისე იმალებოდნენ , საკუთარ თავს ვერ პოულობდნენ (((((
და აღმოვაჩინე ჩემს თავში, რომ მიუხედავად იმისა, არასოდეს დამავიწყდება ის სისასტიკე, რაც ჩაიდინეს ჩემს მიმართ – არა მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი, მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ!
მე ჩემს თავში აღმოჩენილი შინაგანი ემპათია და ადამიანური განცდა მომეწონა, სიკვდილის წინაშე მყოფი, თუნდაც ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანის მიმართ რომ გამაჩნია!
არ მომეწონებოდა, ეს რომ არ დამენახა და არ ვაპირებ კეკლუცობას ამ თემაზე!
მზარავს ის ადამიანები , რომლებიც ქირქილებენ სხვის განსაცდელზე და სიცოცხლეზე!!!
არაფერი მოუცია უფალს სიცოცხლეზე დიდი და თუ შენდობაც და მიტევებაც შეძელი – თავად ხარ ადამიანი …..”