ტვ პირველმა ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ინგა მეკეიძის მასწავლებლის სიტყვები გამოაქვეყნა:
“ეს ლამაზი და სათნო გოგო ჩემი მოსწავლე იყო! გუშინ ამ დროს ჯერ კიდევ ბედნიერი ოჯახის ბედნიერი დედა და დიასახლისი…. აი, ისეთი გამორჩეული მოსწავლე იყო განსაკუთრებულად რომ ამახსოვრდებათ კლასის დამრიგებლებს…სიკვდილიც ხომ სასტიკად გამორჩეული ხვდა წილად…ვეღარ გაუძლო მისმა სიკეთით სავსე გულმა და წავიდა თავის შვილებთან ვუსამძიმრებ ნასაკირალს, მეკეიძეების გაუბედურებულ ოჯახს და ყველას…
ინგა მეკეიძე”

