“გატუზოს ძმაკაცისთვის იმიზეზებს კინტოების ფესტივალს, ზამთრისთვის ბადრიჯნის მოხუფვას” – ვის დასცინის ქეთი დევდარიანი

"გატუზოს ძმაკაცისთვის იმიზეზებს კინტოების ფესტივალს, ზამთრისთვის ბადრიჯნის მოხუფვას" - ვის დასცინის ქეთი დევდარიანიქეთი დევდარიანმა ფეისბუქში დაწერა:

“მოკლედ, ვისაც უჭირს ერთმანეთისგან განასხვავოს ნამდვილი და სატელიტური ოპოზიცია, რას უნდა დააკვირდეს:
ნამდვილი ოპოზიცია მეორე ტურში მხარს უჭერს ნიკა მელიას. მკაფიოდ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად.
სატელიტური (ანუ, ბიძინას შესყიდული) ოპოზიცია, იმისათვის, რომ დაეხმაროს გატუზოს ძმაკაცს, იმიზეზებს დაღლას, კინტოების საერთაშორისო ფესტივალისთვის მზადებას, ფრუსტრაციას, ნაცქოცთა ერთიან მეტაფიზიკას,, სახლში დარჩენის ქოზინესს, წამოწოლას და რედიოჰედის მოსმენას, ზამთრისთვის ბადრიჯნის მოხუფვას, საკუთარი გაჭირვებით გამოწვეულ გულგრილობას და ა.შ. და ა.შ.”