გიგი უგულავა პოსტივის წინააღმდეგ – “ქოც პროპაგანდონების საყურადღებოდ!”

გიგი უგულავა პოსტივის წინააღმდეგ - "ქოც პროპაგანდონების საყურადღებოდ!"გიგი უგულავამ ფეისბუქში დაწერა:

“სიმპტომები აღარ მაქვს, აღარც გადამდები ვარ, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კოსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე ვყოფილიყავი აქციაზე, ხალხთან ერთად. ქოც ტროლ-ბოტ-პროპაგანდონების საყურადღებოდ: ასე აღტკინებული მაშინ რომ ყოფილიყავით როცა აცრის მოწოდების ბანერების ნაცვლად სისხლიან ბანერებს კიდებდა მთავრობა, აშკარად უკეთესი ეპიდ სურათი გვექნებოდა.

სასაკლაო მოაწყო ღარიბაშვილმა ქვეყანაში, რომ ანტივაქსერი ქოც ამომრჩეველი არ გაენაწყენებინა. სამარცხვინო ხართ და ამორალურები.
მე კი მოგიწოდებთ, მეგობრებო, ავიცრათ. სწორედ აცრის გამო გადავიტანე კოვიდი იოლად და არც გარშემო არავის გადავდე, რადგან ყველა აცრილი იყო. აიცერით! აიცერით! აიცერით!”

ამით უგულავამ პოსტივი – ანალიტიკას ამ სტატუსს უპასუხა:

“კოვიდ-ინფიცირებული გიგი უგულავა კარანტინის წესების დარღვევით, პირბადის გარეშე, აქციაზე სიტყვით გამოდის
უგულავას კორონავირუსი 7 ოქტომბერს დაუდასტურდა, ხოლო კარანტინის პერიოდი 12 დღეა”