გურჯაანში ალექსანდრე ზარდიაშვილმა ცოლ-ქმარი თოფით დაცხრილა

გურჯაანში ალექსანდრე ზარდიაშვილმა ცოლ-ქმარი თოფით დაცხრილაგურჯაანში მკვლელობა მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ალექსანდრე ზარდიაშვილმა სანადირო თოფიდან ცოლ-ქმარს, გურამ და მერი ზარდიაშვილებს სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

ცოლი ადგილზე გარდაიცვალა, ქმარი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. მას კისრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, ის საავადმყოფოში შეყვანისას ცოცხალი იყო, თუმცა, მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი სადავო მიწის ნაკვეთს უკავშირდება.