„კაცი, რომელიც მაღაზიაში გავიდა და უკან მოსულს 12 წლის შვილი და მეუღლე ნანგრევებში დახვდა“

ჟურნალისტმა ჯენი კვანტალიანმა ფეისბუქში დაწერა:

„კაცი, რომელიც მაღაზიაში გავიდა და უკან მოსულზე 12 წლის ონლაინ გაკვეთილზე მყოფი შვილი და მეუღლე ნანგრევებში დახვდა. ლოდინისას, ინტერვიუზე უარი მითხრა, თუმცა პირად საუბარში თქვა, რომ 1 წუთიც არ უძინია, არ მოცილებია ადგილს სადაც ცოლ-შვილს ცოცხალს ელოდა….

ეს წუთებია, 2 ცხედარი ამოიყვანეს, ტირის, რომ ოჯახი აღარ ჰყავს.”

ბა­თუმ­ში, მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი დედა-შვი­ლი – 43 წლის მაია შომახია და მისი შვილი 12 წლის დათა შომახია არი­ან.

რო­გორც ცნო­ბი­ლი იყო, ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლი იყო 12 წლის მო­ზარ­დი, რო­მე­ლიც სახ­ლში ონ­ლა­ინ-გაკ­ვე­თი­ლებს ეს­წრე­ბო­და, როდესაც ნგრე­ვა მოხ­და.