ხათუნა ხოფერია – “შეიძლება, კობახიძე სულ საკუთარ ქაქში გვამყოფებდეს?… მდინარაძე, ამ ბჟუტურით თავს იჭრი…”

ხათუნა ხოფერია - "შეიძლება, კობახიძე სულ საკუთარ ქაქში გვამყოფებდეს?... მდინარაძე, ამ ბჟუტურით თავს იჭრი..."ხათუნა ხოფერიამ ფეისბუქში დაწერა:

“კახისთან მაგრად შეგვეშალა თბილისელებს! არახალია… სამწუხაროდ, გვემართება ხოლმე…
კახიმაც აღიარა საკუთარი შეცდომები.
ერთ-ერთი შეცდომა, ალბათ, არასწორი საკადრო პოლიტიკა და მისი მხრიდან უღირსთათვის გამოცხადებული ნდობა იყო.
აი, მაგალითად, სოფო ხუნწარია! “მანდავუშკასავით” მიკრული კახიზე და მუზეუმების და პროექტების ფულით გაქსუებული.
“მზე სხვა საქართველოში ამოვიდაო”, ბედნიერმა განაცხადა ამ უზნეომ! ჰო და, მეორე ტურში მაგ მზეს დაგიბნელებთ, შე ძროხა!
უფრო ამაზრზენი მმართველი პარტიის და მისი “ლიდერების” ქცევები და უტვინო გადაწყვეტილებებია.
დილიდან, მიკროფონს ვერ მოწყვიტეს მდინარაძე. ე, ბიჭო, ვირს პიტნა ეჯავრებოდა და ცხვირში ტენიდნენო! დაჯექი რა ჩეროში! ხომ ნახე, წინა დღეს შენი ბჟუტურით თავი მოიჭერი და მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ არც პრემიერმინისტრი, არც შსს მინისტრი და არც სუსი გენდობა… რას აიგივებ შენ თავს კახისთან, ერთი დღე მაინც შეიკავე თავი ქულების დაწერისგან. არა და, არც ქულების დაწერა გამოგდის და არც ეშვები მაგ საქმეს.
ამაზრზენი იყო პარტიის გადაწყვეტილება ტაშფანდურასა და შამპანიურთან დაკავშირებით! ეს უკვე მერამდენედ გვეკაიფება კობახიძე!!!… ხან ბიგვავას აბრალებს საკუთარ “ფრაერობას” და ხან “სოციოლოგიას”. დაყენდი რაა… ან, სულაც, დაახვიე მაქედან. ხომ არ შეიძლება, მუდმივ რეჟიმში, ადამიანი საკუთარ ქაქში გვამყოფებდეს?!
ჯერ იყო და გახარია “აპახავა” და მის ზუკუტურზე ინებივრა. ახლაა და, ღარიბაშვილის მოტანილ ქულებს იწერს უნამუსოდ. დიახ, ბოლნისი, დმანისი, მარნეული და ა,შ, ეგ სულ ირაკლის მიერ გატარებული პოლიტიკის (მათ შორის, საგარეო პოლიტიკის) ნაყოფია. რას ეტენები… სად ეტენები…
სჯობს, შენ “ნამუშევარს” მიხედო ბათუმში!!! საკრებულოც ნაცებისაა და სამივე ოლქში ნაცმა მაჟორიტარმა გაიმარჯვა!
დიახ, აი, ესაა კობახიძის პარტიის რეიტინგი! და შრომის შედეგი!.
კახის კი გამარჯვებას ვუსურვებ!”