კულუმბეგოვი – “მოლნუპირავირმა 50%-ით შეამცირა კოვიდის ჰოსპიტალიზაციის რისკი”

კულუმბეგოვი - "მოლნუპირავირმა 50%-ით შეამცირა კოვიდის ჰოსპიტალიზაციის რისკი"ბიძინა კულუმბეგოვმა ფეისბუქში დაწერა:

“კომპანია მერკმა გაასაჯაროვა კლინიკური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ტაბლეტირებულმა მედიკამენტმა მოლნუპირავირმა 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი. მოლნუპირავირის ჯგუფში არავინ დაღუპულა, განსხვავებით პლაცებო ჯგუფისგან, სადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა.
გილოცავთ, ეს კოვიდთან ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯია!”