ლანჩხუთში პატრულის მანქანა ჭიშკარს დაეცა

ლანჩხუთში პატრულის მანქანა ჭიშკარს დაეცალანჩხუთში, სოფელ სუფსაში საპატრულო პოლიციის ავტომობილი გზიდან მოცურდა და ერთ-ერთი მოსახლის ჭიშკარს დაეცა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი საბურავის დაზიანება გახდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტვ პირველი