დავით დარჩიაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“მივედი დღეს რუსთავის ციხესთან. ღამის ბინდში პოლიციელების და ჩვეულებრივი მოქალაქეების სილუეტები ირეოდა. მოშორებით – პროჟექტორები, კამერები, მიკროფონები. უცებ ნიკა ყიფშიძე გამოჩნდა და ყველა მას შემოეჯარა, პოლიციელების გარდა. ისინი ცალკე იდგნენ, ბაასობდნენ. ნეტა მათმა თავისა წონამან..,ნიკას მოფერება კი მოვასწარი. მერე მეც მიკროფონი მომცეს, აქტივისტად აღმიქვეს. რა ვიცი, იქნებ ვარ აქტივისტი ან იქნებ არა. მაგრამ მიშას იქ ყოფნა ჩემთვის ანტიკური სიუჟეტია. მგონი ყველასთვის ასე უნდა იყოს, ვინც ოდესმე დამოუკიდებლობის მხარდამჭერ მიტინგზე ყოფილა. მიდით ციხესთან. მიშაზე უფრო, ეგებ ეს თქვენ გჭირდებათ.”

