“მოვდიოდი 60 კმ/სთ-ით, დამიმუხრუჭა მანქანამ და მეც დავამუხრუჭე” – რუსთავთან ტრაილერი სუბარუს დაეჯახა

"მოვდიოდი 60 კმ/სთ-ით, დამიმუხრუჭა მანქანამ და მეც დავამუხრუჭე" - რუსთავთან ტრაილერი სუბარუს დაეჯახარუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და “სუბარუს” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს დაშავდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. ტრაილერის მძღოლის თქმით, დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სწორედ მან აღმოუჩინა.

“მოვდიოდი სადღაც 60 კმ/სთ-ით, მეტით არა. წინ ნაკადი მიდიოდა და დამიმუხრუჭა ავტომობილი და მეც დავაჭირე მუხრუჭებს. ეგ ავტომობილიც გვერდიდან მოდიოდა…

ავტომობილიდან გადმოვიყვანე, პირველადი დახმარება მე თვითონვე აღმოვუჩინე. კონტაქტური იყო”,- განუცხადა “ინფო რუსთავს” ტრაილერის მძღოლმა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლის შემდეგ მამაკაცი კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ინფო რუსთავი

"მოვდიოდი 60 კმ/სთ-ით, დამიმუხრუჭა მანქანამ და მეც დავამუხრუჭე" - რუსთავთან ტრაილერი სუბარუს დაეჯახა