ნათია მეზვრიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე – “თვითმკვლელობა უფლებაა თუ არა, არ იცის”

ნათია მეზვრიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე - "თვითმკვლელობა უფლებაა თუ არა, არ იცის"პრემიერი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს, ნათია მეზვრიშვილი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“ბრალდების მტკიცების ტვირთი ვის აკისრია, არ იცის.
დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა რა არის, არ იცის.
თვითმკვლელობა უფლებაა თუ არა, არ იცის.
სახელმწიფოს რა ფუნქცია აქვს, არ იცის.
მართვა საერთოდ არ იცის და არ იცის.
ამ ყველაფრის არმცოდნე კაცი პრემიერის სახელით ყოველდღე რაღაცეებს ლაპარაკობს.”