ნეკა დოროყაშვილი “ოცნების” წინააღმდეგ – “ნიკა ჩოგნით ცემს ოჯახის წევრებს და მას პიარში იყენებთ”

ნეკა დოროყაშვილი "ოცნების" წინააღმდეგ - "ნიკა ჩოგნით ცემს ოჯახის წევრებს და მას პიარში იყენებთ"ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება.

“ცნების” ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი კახა კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს.

ნეკა დოროყაშვილმა დაწერა:

“როდესაც სახელმწიფო იძახის, რომ მიდის ევროპისა და ამერიკისკენ, გვესაუბრება დასავლურ ღირებულებებზე, ამ დროს ზიმბაბვესავით არ უნდა მოქმედებდეს. ადამიანი ბრალდებულია მეტად სამარცხვინო საქმეებზე, ლაჩრულ და არაკაცურ ქმედებებში, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესები მის წინააღმდეგ, თან 1 კი არა 4 სხვადასხვა დავა, მათ შორის, 1 ყოფილ ცოლთან და 2 საკუთარ ღვიძლ შვილთან, 6 წლის ბავშვთან.

ასეთ დროს ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სახელმწიფო მოხელეები და პარტიები ევროპასა და ამერიკაში ცდილობენ იყვნენ მეტად თავშეკავებულები და არ იყენებენ ბრალდებულებს 4 სხვადასხვა სასამართლო პროცესით სხვადასხვა მხარეებთან თავიანთ პიარ და საარჩევნო კამპანიაში.

ბრმა-ყრუობის ხანაა?! თუ მონობის პერიოდია, რო ვინმესი ბრმად ირწმუნო და არაფრის არ გჯეროდეს ვითომ ანგელოზია ამ დროს კი ის გარშემომყოფებს არასწორად ექცეოდეს, შეურაცყოფას აყენებდეს, უსამართლოდ მოქმედებდეს, არღვევდეს შეთანხმებებს და, რაც ყველაზე უპატიებელია, ცემდეს ჩოგნით საკუთარ ოჯახის წევრს.

შენ კი იდგე და გაიძახეე, იიიიი არ მჯერააააა……. ადამიანები ვიღებთ იმას რასაც ვიმსახურებთ ადრე თუ გვიან და ამიტომ მეტი გონიერებით და კეთილსინდისიერებით უნდა მოვეკიდოთ გარკვეულ საკითხებს ჩვენს გარშემო.

ცოცხები ცოცხებიო რო გაიძახით, ჩოგნები ჩოგნებიო უნდა გაძახებინოთ…… ჩამოყალიბდით ხალხო, დემოკრატია გინდათ და ევროპა თუ ძალადობაში და მონობაში ცხოვრება ზიმბამბვეს დონეზე.”

სპორტალი