ნიტა ლომიძემ ნაჩუქარი ბინა გააქირავა და ამ ფულით აშშ-ში ცხოვრობს

ნიტა ლომიძემ ნაჩუქარი ბინა გააქირავა და ამ ფულით აშშ-ში ცხოვრობსნიკა ლო­მი­ძი­სა და თეა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნიტა ლომიძე მესამე წელია, აშშ-ში ცხოვრობს.

“ამბები” ნიკა ლო­მი­ძეს ესაუბრა.

– ცხოვ­რობს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ლოს-ან­ჯე­ლეს­თან ახ­ლოს, არტ-სკო­ლა­ში ცეკ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე მე­სა­მე წე­ლია, სე­რი­ო­ზულ კურსს გა­დის. სკო­ლას წელს ამ­თავ­რებს და კო­ლე­ჯში ჩა­ბა­რე­ბას აპი­რებს, რის­თვი­საც ძა­ლი­ან ემ­ზა­დე­ბა. ირ­ჩევს კო­ლე­ჯებს და გან­ცხა­დე­ბებს აგ­ზავ­ნის.

კონ­კურ­სი “შენ შე­გიძ­ლია ცეკ­ვა” რომ მო­ი­გო, ბინა აჩუ­ქეს, ჰოდა, ის ბინა გა­ა­ქი­რა­ვა და სწო­რედ იმ თან­ხით არის იქ. ბი­ნის ქი­რის ფული პირ­და­პირ ერი­ცხე­ბა. მშობ­ლებს ამა­შიც მოგ­ვეხ­მა­რა.

– მამა-შვილს რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ. შენს რჩე­ვებს თუ ით­ვა­ლის­წი­ნებს?

– მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ვიყო ჯერ კარ­გი მე­გო­ბა­რი და მგო­ნი, გა­მოგ­ვდის. თუ რა­ი­მეს თქმა მინ­და, იმა­ზე კი არ ვკა­მა­თობთ, ვმსჯე­ლობთ. რა­ღაც­ნა­ირ დამ­რი­გებ­ლუ­რო­ბას ვცდი­ლობ, ავ­ცდე ხოლ­მე. მეც ვი­ყა­ვი ბავ­შვი და დამ­რი­გებ­ლუ­რი ტონი, ყო­ველ­თვის იქვე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის შეგ­რძნე­ბას იწ­ვევს.

– ე.ი. ამ ეტაპ­ზე ნი­ტას უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი ის არის, რომ ემ­ზა­დე­ბა კო­ლე­ჯის­თვის და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ჯერ არ აპი­რებს?

– ასეა. ახლა მხო­ლოდ მა­გა­ზე ფიქ­რობს, ემ­ზა­დე­ბა და თან სკო­ლა­ში სწავ­ლობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­და სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი­სა, ჩა­მოს­ვლას არ გეგ­მავს. ზო­გა­დად ემო­ცი­უ­რი ბავ­შვია. ეს და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, რაც ამ ქვე­ყა­ნა­ში მუდ­მი­ვად არის, მას­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს. ამი­ტომ აქეთ ჩა­მოს­ვლა სამ­წუ­ხა­როდ ჯერ არ უნდა…

– წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ მას.