სამეცნიერო ჟურნალისტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში წერს:
„რამდენჯერაც ნუგზარს შევხვდებოდი ყოველთვის გრძელ საუბარს ვაბამდით. უიშვიათესად ნიჭიერი გეოგრაფი იყო, ზეადამიანური მეხსიერებით. ყველანაირი თარიღი, რიცხვი და მონაცემი ზეპირად იცოდა, გეოგრაფიის ენციკლოპედიასავით იყო. როცა ვნახულობდი სულ ფილოსოფიაზე, ევოლუციაზე, პოლიტიკაზე ვლაპარაკობდით. ძალიან ვუყვარდი, სულ მეუბნებოდა შენი იმედი მაქვს, რომ ბევრს მიაღწევო. დღეს იპოვეს, თავის ორ ძმიშვილთან ჩახუტებული ნანგრევებში.“
ნუგზარ დავლაძე ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლია. იგი თავის ორ ძმისშვილთან და რძალთან ერთად მაშველებმა ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.

