ნუგზარ სულაშვილი – “ეს ის ბიჭია, რომელიც 800 გრამი დაიბადა და 3 თვე ჩემს უბეში იზრდებოდა…”

ნუგზარ სულაშვილი - "ეს ის ბიჭია, რომელიც 800 გრამი დაიბადა და 3 თვე ჩემს უბეში იზრდებოდა..."ნუგზარ სულაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“სულ რამდენიმე საათში იოანეს 16 წელი შეუსრულდება.
ეს ის ბიჭია, რომელიც 800 გრამი დაიბადა და 3 თვე ჩემს უბეში იზრდებოდა…
ეს ის ძალა და იმედია, რომელმაც მომცა უნარი და შესაძლებლობა არა მხოლოდ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, არამედ უამრავი ბავშვის გადასარჩენად მებრძოლა, რადგან პირადად გამოვცადე, რა სიმძიმე აქვს მამის დამალულ ცრემლებს და ჩუმად წაკითხულ ლოცვას.
იოანე ჩემი იმედია, ჩემი ქვეყნის იმედი და მომავალი, რომელიც არასოდეს დაიკარგება ფუჭ ოცნებებში და ყველა იდეას რეალობად აქცევს.
გილოცავ, იოანე, დაბადების დღეს.”