პეტრე კოლხი – “მალე ბევრი გამოავლენს თავს… ამათი საპარპაშო არც ქვეყანაა, არც ეკლესია!”

პეტრე კოლხი - "მალე ბევრი გამოავლენს თავს... ამათი საპარპაშო არც ქვეყანაა, არც ეკლესია!"პეტრე კოლხმა ფეისბუქში დაწერა:

“ძალიან მალე კიდევ ბევრი გამოავლენს მის თავს… დიდი დაკვირვება არ სჭირდება, ისე დაახურდავებენ საკუთარ პატარა ადამიანობას…
ღმერთს არ სჭირდება სუსტი, უსუსური და ანგარებიანი მსახურები… ისინი ვერასდროს გაიგებენ ადამიანების ტკივილს… მათთვის მხოლოდ უზრუნველი ცხოვრება და ბრჭყვიალა რეგალიებია მთავარი…
ცდილობ, ხმა არ ამოიღო, გაჩუმდე… ფიქრობ, იქნებ მიხვდნენ და რამე შეიცვალოს, მაგრამ სულ აიწყვიტეს… ჰოდა, უკვე ჩუმად ყოფნას თავს ვერასდროს აპატიებ… ამათი საპარპაშო არც ქვეყანაა, არც ეკლესია!…”