ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რა მხუთავი აირი? ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ვართ?
ღარიბაშვილი რომ დანიშნა ოცნებამ პრემიერად, მაშინვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლება რადიკალიზაციის გზას დაადგა, 5 ივლისის შემდეგ რომ ძალიან საშიში გახდა, ესეც ვნახეთ ყველამ და ეს რა უბედურებაა?
პ.ს. ახლა არ დამიწყოთ, ცრემლსადენი გაზი უნდა დაეწერაო. იურისტობა არ სჭირდება ცრემლსადენი გაზის და მხუთავი აირის გარჩევას.“
დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის წერს:
“სააკაშვილი 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5.000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა.”

