“რატომ ასეთი ახალგაზრდა… ვაი მის დედას” – დიდ ბრიტანეთში ნინო ოქრუაშვილი გარდაიცვალა

"რატომ ასეთი ახალგაზრდა... ვაი მის დედას" - დიდ ბრიტანეთში ნინო ოქრუაშვილი გარდაიცვალადიდ ბრიტანეთში ქართველი ემიგრანტი ნინო ოქრუაშვილი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ფეისბუქში ლონდონის საკათედრო ტაძარმა დაწერა:

“გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ნინო ოქრუაშვილი.

ვუთანაგრძნობთ ოჯახს და ახლობლებს.
14 ოქტომბერს, ლონდონის საკათედრო ტაძარში, საღამოს 19:00 საათზე, აღესრულება დიდი პანაშვიდი.”

ამ პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

“ნათელში იყოს მისი სული დასანანია ძალიან ვაი მის დედას.”

“რატომ ასეთი ახალგაზრდა. რა სამწუხაროა, ვიზიარებ.”

“რა სამწუხაროა  უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.”

“ვიზიარებ რამაზ, ძალიან ვწუხვარ” – წერენ ფეისბუქში.