რუსეთში ალკოჰოლური მოწამვლით 34 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში ალკოჰოლური მოწამვლით 34 ადამიანი დაიღუპარუსეთის ორენბურგის ოლქში ალკოჰოლით მასობრივი მოწამვლის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, 24 მოწამლული ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობს, მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა.

ორენბურგის ოლქის გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა მას შემდეგ დაიწყეს, რაც წინა კვირაში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შედეგად მოქალაქეების გარდაცვალების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა ალკოჰოლის უკანონო წარმოებისა და რეალიზაციისთვის დღემდე 10 პირი დააკავეს.

პოლიციამ შაბათს 2.000 ბოთლი ალკოჰოლი ამოიღო და განაცხადა, რომ ალკოჰოლში აღმოაჩინეს მეთანოლი, რომელიც ტოქსიკურია.

იპნ