რუსთავის N17 ციხეში ხანძარია

რუსთავის N17 ციხეში ხანძარიარუსთავში, N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია სასადილოს.

ადგილზე უკვე მივიდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. აღნიშნული დაწესებულება ემიჯნება N12 ციხეს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

დამატებითი დეტალები ხანძრის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.