„საზღვარი გადმოკვეთა, ცოლიც ითხოვა და იმ მესანთლეს აღსარებაში რომ არ მოეყოლა, ვერ გაიგებდნენ, რომ ის აქ არის!..” – პეტრე კოლხი

„საზღვარი გადმოკვეთა, ცოლიც ითხოვა და იმ მესანთლეს აღსარებაში რომ არ მოეყოლა, ვერ გაიგებდნენ, რომ ის აქ არის!..” – პეტრე კოლხი პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს:

“სანამ სუსმა ის დაადგინა, მესანთლე მოძღვარს აღსარებას როგორ აბარებდა, მანამდე ძებნილმა საზღვარი გადმოკვეთა, ცოლიც ითხოვა, ლამის ჯვრისწერამდე მოაღწია და იმ მესანთლეს ეგეც აღსარებაში რომ არ მოეყოლა, ვერაფრით გაიგებდნენ, რომ ის აქ არის!..

სანამ ამ მთავრობის წევრებს სახლთან არ ჩაუარა, მანამდე ცრუ გამოცხადება ეგონათ და ფუი ეშმაკს სამჯერ იმეორებდნენ…

საჩუქარსაც გააჩნია, ანგელოზის დღეზე ასეთ გრანდიოზულ საჩუქარს, ალბათ დამსახურება უნდა!..

და სპექტაკლის დასასრულს- ,,ოცნება” ნაციონალი აღმოჩნდება, ,,ვარდების რევოლუციის” ლიდერი კი მოგვიანებით, მაგრამ მაინც აიხდენს სანუკვარ ოცნებას…დამარჩენებმა დადეთ ბათუმური ფოტოები და მიაწერეთ ბარსელონა!…”