თეა გვასალია – “ბასკებს რომ ჰყავთ, ისეთი პოლიცია მინდა აქ”

თეა გვასალია - "ბასკებს რომ ჰყავთ, ისეთი პოლიცია მინდა აქ"თეა გვასალიამ ფეისბუქში დაწერა:

“სანამ ფეისბუქზე და ალბათ ტელევიზორშიც, ყველა პარტია თავის მომხრეებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობს და სანამ საბოლოო შედეგების დადების შემდეგ აყვირებულან ხმები მოგვპარესო, დავწერ რა მინდა მე, კანონმორჩილ, პატიოსან მოქალაქეს თქვენგან, პოლიტიკოსებისგან. რომელი ხართ ამის წამკითხავი, მაგრამ იყოს მაინც .
თან ვითვალისწინებ რეალობას და არაფერს ისეთს არ ვითხოვ, კუვეიტის ბიუჯეტი რომ არ ეყოს . ქალაქში მინდა ბევრი სიმწვანე, პარკი და სასეირნო/სავარჯიშო ადგილი. ბავშვებისთვის მინდა საცურაო აუზები, სპორტული დარბაზები, მოედნები და კარგი მწვრთნელები. არ მინდა იოლი ფული, რადგან ასეთი რამ პატიოსანი გზით არ იშოვება, მაგრამ მინდა 4-5%-იანი სესხები ბანკებიდან (არ დამიწყოთ ახლა ეკონომიკური ტერმინების რახა-რუხი რეფინანსირებასა და ასეთ რამეებზე. ძალიან ცუდი, თუ ქვეყანას და მის ეროვნულ ბანკს არ აქვს რესურსი, ადამიანური პროცენტებით გასცეს სესხები საკუთარ, გადახდისუნარიან მოქალაქეებზე), პენსიონერებისთვის მინდა ღირსეული სიბერე და ახალგაზრდებისთვის, საკუთარ ქვეყანაში დარჩენის მოტივაცია. ქურდული მენტალიტეტის ერთხელ და სამუდამოდ ამოშანთვა და ბასკებს რომ ჰყავთ, ისეთი პოლიცია მინდა (აქ მაინც არ ვახსენებ ესპანეთსთქო, ვიფიქრე და აჰა, გამეპარა მაინც ),
მინდა აფთიაქში ნაყიდი წამალი მარჩენდეს (ფასები ცალკე თემაა) და მარტო მადონა კოიძე კი არ დარბოდეს საცხობიდან საცხობში, სახელმწიფო აკონტროლებდეს მკაცრად არა, უმკაცრესად იმ სურსათის ხარისხს, რაც შემოგვაქვს და რაც აქ იწარმოება. მეტი არაა ჩემი მტერი, მაგრამ ამ სურვილებს თუ შემისრულებთ, მერე სხვებსაც შემოგაპარებთ.”