„თურმე შეგვძლებია და აქამდე უტრაკობას რატომ ვავლენდით?!“ – ზურაბ ნადირაძე

„თურმე შეგვძლებია და აქამდე უტრაკობას რატომ ვავლენდით?!“ - ზურაბ ნადირაძე„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ზურაბ ნადირაძე ფეისბუქზე წერს:

„ისე, ჩვენში დარჩეს და სადღაც გული დაგწყდება ადამიანს, არც სიმართლის თქმა არის არასდროს გვიან, ყოველშემთხვევაში მე არსდროს მაქვს ამის პრობლემა, კარგია რომ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მოვიდა აქციაზე და რა თქმა უნდა მიᲮეილ სააკაშვილსაც პოლიტიკურ პატიმრად მივიჩნევ ცალსახად, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა სააკაშვილით ხომ არ დაწყებულა?! (თუმცა იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით სააკაშვილით დამთავრდება)
პოლიტიკური დევნაც მრავალი გვინახავს ბოლო წლებში, გაყალბებული არჩევნებიც, ადამიანებისთვის თვალების დათხრაც, უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობებიც და ცემა-ტყეპაც, ჩვენდა სამწუხაროდ.
თუნდაც 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ ანტისაოკუპაციო აქციებზე ან ყოველი გაყალბებული არჩევნებისას ამდენი ხალხი რომ პერმანენტულად გამოსულიყო, ვინძლო არჩევნების იმ მასშტაბებით გაყალბებაც ვეღარ გაებედათ, რაც გაგვიბედეს, 2020-ის არჩევნებიც გადაგვერჩინა, ქვეყანაც გვეხსნა და მიშაც მეტად მშვიდობიანად ჩამოსულიყო.
…ან ისიც საგულისხმოა, მაინცდამაინც 9 წელი რატომ უნდა გასულიყო სააკაშვილის ჩამოსასვლელად, როცა ბევრად მეტი მიზეზი აქამდეც არსებობდა და ბევრმა ადამიანმა ფიზიკური თუ ეკონომიკური რეპრესიებიც გამოიარა.
ყველაფერ ამას სინანულით ვწერ და “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს” ბანალურობის ილუზია სულაც არა მაქვს, მაინც რომ იცოდეთ, ის მწყინს რომ თურმე შეგვძლებია და აქამდე უტრაკობას რატომ ვავლენდით ჩემამდე ვერ დადის.
იცით ეს რას ნიშნავს და უცხოელ პარტნიორებსაც რისი ეშინიათ?! რომ ასეთი მიდგომით დემოკრატიული პრინციპებისგან და კოალიციური ხელისუფლების შექმნისგან ჯერ კიდევ შორს ვართ ქართველი ხალხი და ვერ გავიზარდეთ, თორემ რუსული რეჟიმის ქოცხელისუფლებას რომ ყველა ტიპის დასავლური კურსის მმართველობა ჯობია (თუნდაც ერთპიროვნული) ამაზე არავინ დაობს, უბრალოდ აქამდეც სამშობლოს დაცვის, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და შეცვლის მრავალი წინაპირობა გვქონდა და ეს მიზეზთა და ხალხის სიმცირის გამო ვერ ან არ გამოგვივიდა რიგი შეცდომების გათვალისწინებით.
იმედია გონს მოვეგებით და 30 ოქტომბერს ჯერ არჩევნებზე და შემდეგ ხმების დასაცავად ყველა ერთად დავირაზმებით, რაც პოლიტიკური დევნის სამუდამოდ დასრულდების წინაპირობაა და რუსული რეჟიმის ქოცხელისუფლებისაც!“