“ვკანკალებ, თქვენ მოგცათ ის ცხოვრება, ჩვენ რომ გვიწყობთ…“ – რა ხდება ლორთქიფანიძის ქუჩაზე – ვიდეო

"ვკანკალებ, თქვენ მოგცათ ის ცხოვრება, ჩვენ რომ გვიწყობთ...“ - რა ხდება ლორთქიფანიძის ქუჩაზე - ვიდეოსოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო ლორთქიფანიძის ქუჩიდან, მინაწერით:

“ვკანკალებ, თქვენ მოგცათ ის ცხოვრება, ჩვენ რომ გვიწყობთ…
გადავრჩით, ასევე გადარჩა მუშა, რომელიც იმ წუთისთვის ისვენებდა, ზევიდან ჩაცვენილი ბეტონის ფილებში რომ არ ჩაიმარხა, ასევე გასკდა გაზის მილები, ჩვენ ერთმანეთს და საკუთარ თავებს გაუწიეთ ევაკუაცია და ვინც არ დაიბნა სათანადო სამუშაოები გამოიძახეს, უნდა ავღნიშნო, რომ გაზის გადაკეტვა დროულად მოხდა, დანარჩენზე აღარც მინდა საუბარი, იმის შემდეგ რა ტრაგედიაც ბათუმში დატრიალდა, ჩვენ გაგვიმართლა ამ ჯერზე, მაგრამ წარმოიდგინეთ 10 სართულიანი, ორ სადარბაზოანი უამრავი მოსახლის ბედი სხვანაირად რომ განვითარებულიყო.
კორპუსი სრულად დაცლილია, ჯერ ისევ არ გამაგრებულა ფერდი, არც ვადები გვაქვს და არც ინფორმაცია, როდის დავბრუნდებით უსაფრთხოთ საკუთარ სახლებში. სახლი მდებარეობს ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე. სადაც წამოიწყეს ახალი მშენებლობები, ამის შედეგად ჩამოიშალა ფერდი, კორპუსის მარცხენა მხარესაც კლდის ნაწილი ამოთხრილი აქვს, იქაც ახალი კორპუსის ჩადგმის მიზნით.კალაძე შეგვპირდა, რომ მშენებლობა აღარ გაგრძელდება და მანდ მოეწყობა სკვერი, ვნახოთ როგორ შესრულდება სიტყვიერი დაპირება. ამასობაში კი უმნიშვნელოვანესია, უსაფრთხოდ და კეთილსინდისიერად დაგვაბრუნონ ჩვენს სახლებში, ფერდის გამაგრება დროულად უნდა მოხდეს, სანამ ავარიული გახდება შენობა. ” – წერს მოქალაქე.