„ზურა 7 ზე შევხვდეთ საუნდჩეკზე, ოცნებამ სცენის აწყობა დაამთავრა“ – ხაზარაძე ჯაფარიძეს

მამუკა ხაზარაძე ფეისბუქზე წერს და ზურაბ ჯაფარიძესაც ნიშნავს.

„ზურა 7 ზე შევხვდეთ საუნდჩეკზე, ოცნებამ სცენის აწყობა დაამთავრა, რეპერტუარი მზადაა”.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნება” სცენას აწყობს. ადგილზე გიტარით იყო მისული ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საღამოს კონცერტზე მიიწვია.