ანი ნადარეიშვილი – “ბაჩოს საკანში ლეიბის ქვეშ ხელყუმბარა რომ აღმოუჩინონ, გაგიკვირდებათ?!”

ანი ნადარეიშვილი - "ბაჩოს საკანში ლეიბის ქვეშ ხელყუმბარა რომ აღმოუჩინონ, გაგიკვირდებათ?!"ანი ნადარეიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“დღეიდან დაიწყო ბაჩოს ტყვეობის მეათე წელი, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქის ივანიშვილის სასამართლომ 9 წელი მიუსაჯა (არ დავიწყებ ახლა აქ როგორ და რის საფუძველზე) და მიუხედავად იმისა, რომ არავის აქვს უფლება პატიმარი თუნდაც ერთი საათით ზედმეტად გააჩეროს საპატიმროში.
ჯერ-ჯერობით ოლიგარქის სასამართლოს ბოლო განჩინებით 2022 წლის 1 მარტს თავისუფლდება, მაგრამ გულწრფელად მითხარით, რომელს გაგიკვირდებათ ერთ დღესაც აი ის სუს-ის ტაბელური ავტომატი ან ხელყუმბარა რომ აღმოუჩინონ საკანში ლეიბის ქვეშ, რომელსაც გარეთ ადამიანებს ბავშვების საწოლის ქვეშ უდებენ?!
ხოდა, ამ 9 წლის წინ 13-ჯერ გამართლებული პირველი პოლიტიკური პატიმარი რომ დაგვეცვა და არ დაგვეშვა ამდენი უსამართლობა, დღევანდელ მდგომარეობამდე არ მივიდოდით და ახლა თუ დავთმობთ მიშას, შემდეგი 9 წლის განმავლობაში ყველას ლეიბის ქვეშ აღმოჩნდება თითო ავტომატი”