“ჩემი შვილი ამერიკიდან მოსული მესიჯის გამო მოკლეს” – სამგორში მკვლელობის ახალი დეტალები

"ჩემი შვილი ამერიკიდან მოსული მესიჯის გამო მოკლეს" - სამგორში მკვლელობის ახალი დეტალებითბილისში სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლული 33 წლის დავით მარიკიანის დედა ამბობს, რომ მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება. მისი თქმით, კონფლიქტი მის შვილსა და მეზობელს შორის ერთი თვის წინ დაიწყო, რის შემდეგაც გოჩა ლაფერაშვილი მარიკიანს მოკვლით დაემუქრა. მოკლულის დედა დარწმუნებულია, რომ მეზობელმა მისი შვილის მკვლელობა წინასწარ დადგეგმა.

– ერთი თვის წინ კონფლიქტი მოუვიდა მაგ ბიჭთან რაღაცა მესიჯის გულისთვის, ამერიკიდან მესიჯი მოსწერა უბნის რძალმა ამხანაგს, შენი საქმე არ არის, მე უბნის რძლებთან როგორ ვიქნებიო, კონფლიქტი მოხდა და იჩხუბეს. მე გაგამწარებო, არ შეგარჩენო. ერთ სუფრასთან ქეიფობდნენ, იქ არაფერი ყოფილა. ჩამოსულა სახლში, მერე ვიღაცას დაურეკია და  იარაღით ავარდნილა, მაგან მოუწყო, რომ მარტო ნახა, გამიზნული ქონდა.  მეზობლის ბიჭმა, სიგარეტზე შევედიო და რომ გამოვედი, ისროლაო”, – ამბობს მოკლულის დედა.

მკვლელობა სამგორში, გუდარეხის ქუჩაზე მოხდა.
ბრალდებული მკვლელობის ადგილიდან საგარეჯოში წავიდა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.   დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტვ პირველი