დავით ქაცარავა – “აი, ამ პატარა ალექსანდრეს დაბადების დღეა დღეს…”

დავით ქაცარავა - "აი, ამ პატარა ალექსანდრეს დაბადების დღეა დღეს..."დავით ქაცარავამ ფეისბუქში დაწერა:

“2019 წლის ზამთარი იყო, საღამო ხანი..
პატრულირებიდან დაბრუნებულები ვისხედით ჩვენი საყვარელი ატოცის სახლში და ვსაუბრობდით,როდესაც ჩემმა მეუღლემ დამირეკა..
– იცი, დღეს შენმა უმცროსმა შვილმა რა უთხრა მასწავლებელს სკოლაში?
კითხვა მეხამუშა, ვიფიქრე, ამ რვა წლის ალექსანდრეს რა უნდა ეთქვა ასეთი მასწავლებლისთვის, რაზეც ასეთი ნიშნის მოგებით მესაუბრება სოფო…
– რამე იუზრდელა? ვკითხე სოფოს, თუმცა შინაგანად არ მჯეროდა ამ კითხვაზე დადებითი პასუხის..
– არა.. დღეს გაკვეთილზე მისულა მასწავლებელთან და ყურჩი ჩასჩურჩულა, ჩემს მამიკოს ატოცში რამე რომ მოუვიდეს, მე წავალ და დავდგები მავთულხლართებთან მის მაგივრადო…
აი ამ პატარა ალექსანდრეს დაბადების დღეა დღეს და მე ვიცი, რომ ბრძოლა საქართველოს დეოკუპაციისთვის აუცილებლად წარმატებით დასრულდება!!!
გილოცავ, მა Alexandre Katsarava”