დემნა გვასალია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების – ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს დაჯილდოების გამარჯვებულია.
ბალენსიაგას შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა კატეგორიაში – ქალის ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერი – გაიმარჯვა.
ამავე კატეგორიაში, მასთან ერთად გამარჯვებულები არიან მიუჩია პრადა, რაფ სიმონსი და სიმონ პორტ ჟაკქმუსი.
დემნა გვასალიამ მოდის ოსკარად წოდებულ დაჯილდოებაში პირველად 2017 წელს გაიმარჯვა.
გურიის მოამბე