დინა მირცხულავა – “გბლოკამთ, გბლოკამთ, გენცვა და არა მთავრდებით…”

დინა მირცხულავა - "გბლოკამთ, გბლოკამთ, გენცვა და არა მთავრდებით..."დინა მირცხულავამ ფეისბუქში დაწერა:

“ამას წინათ ძალიან კარგმა გოგონამ დამიმატა და მომწერა :
სხვანაირი წარმოდგენა შემიქნეს შენზე და სულ სხვა აღმოჩნდიო )*
არ მიკითხავს, ვინ და რატომ… დაახლოებით ვიცი და იმიტომ…
ცოტა ხანს დავტოვებ ამ სტატუსს აქ, გულის მოსაფხანად და ავიღებ მერე
არავისი წილი ბედნიერება და ნიჭი არ მაქვს მიტაცებული…. ჩემი წილია ეს, ანუ მე მომცა ღმერთმა.
ვერ ვიტყვი რომ დავიმსახურე, მაგრამ რაკი მაჩუქა, კარგი გეგმები და მოლიდინები აქვს ალბათ ჩემთან დაკავშირებით…
რას ვერ მპატიობთ მართლა…
რაიმე მოვიპარე თქვენი ?! რაიმე მივისაკუთრე ?!
სადმე ფეხი წამოგიდეთ და სამაგიეროს მიხდით ?!
არ ვწერ მე, არ ვარ მე, სადღაციდან მოდის, ეს თუ გშურთ….
და რა წამს დავიჯერებ, რომ ეს ჩემგანაა და მე ვარ მაგარი ტიპი, მაშინვე დავკარგავ ამ ნიჭს…
ეს ვიცი და ამიტომაც ვარ მუდმივად მისაღები ჩემი მკითხველისთვის და ჩემი ადამიანებისთვის.
ისე კი, ძირითადად ის კატეგორია ვერ მიტანს, ჯერაც რომ ვერ გაურკვევია – მდივანსა და დივანში რომელია – ავეჯი და რომელი – ადამიანი.
ნებისმიერ პოსტსა და ფოტოზე რომ ისევ ამას წერს
იმიტომ კი არა, რომ არ იცის სხვა ემოციები, ეს ჰგონია ძაან ტიპშობა )*
გბლოკამთ, გბლოკამთ, გენცვა და არა მთავრდებით…
დილა მშვიდობისა, ვისაც დინა გიყვართ და ვინც დინას უყვარხართ ….”