დინა მირცხულავა – “ქალმა დამიწერა, გარბიხართ სამადლოდ, ბარდებით და ტრაკს უხოცავთო ვიღაცეებს…”

დინა მირცხულავა - "ქალმა დამიწერა, გარბიხართ სამადლოდ, ბარდებით და ტრაკს უხოცავთო ვიღაცეებს..."საფრანგეთში მცხოვრებმა დინა მირცხულავამ ფეისბუქში დაწერა:
“ქალმა დამიწერა დღეს სრულიად სახუმარო პოსტზე – გარბიხართ სამადლოდ, ბარდებით და ტრაკს უხოცავთო ვიღაცეებს…
კითხვები მაქვს :
1. რატომ ვარ სამადლოდ?! ვსწავლობ და პარალელურ რეჟიმში ვეძებ სამსახურს და ბაღს პატარასთვის.
და ვინც წასულია, ყველა მუშაობს, რომ მანდ ოჯახები არჩინოს.
2. შენ რომ ვერ “გაიქეცი” გიტყდება?!
3. ტრაკის გამოხოცვა სირცხვილია?!
და მეოთხე, კითხვა არაა ოღონდ – რამეს რომ წერთ, ამას კითხულობს ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომელმაც დღემდე არ იცის წესიერად, რატომ გამოვიქეცით!!!!
და ჩემი სრულწლოვანი ქმარი, რომელიც ზოგიერთების ქმრებივით სირი არააა და არ გაგიტარებთ….
და კიდევ, ქალბატონო, რატომ იცით ჩემზე ამდენი რამე და მაგალითად, ის რომ ლტოლვილად ჩავბარდი?!
და თუ მაგდენი იცით, ჩემი ქმრის ისტორია გაკვრით მაინც არ გაგიგიათ ?!
იცით, რა იქნება გამოსავალი?! ერთი ორს ბოლომდე უნდა ჩაყვე, არ გაუტარო და აგებინო პასუხი საკუთარ კომენტარზე და მერე სხვები ვეღარ გაბედავენ..
არადა, რომ დაურეკავ, სუნს აყენებენ ეს იმბეცილები…
უამრავი ნაცი მყავს მეგობრებში, დამისახელეთ რომელიმემ, როდესმე თუ შემოგივარდით და 414141 ვაკომენტარე თქვენთან….
არ მინდიხააართ, არააა !
ნუ წაიკითხავთ ჩემსას ნურაფერს…
ერთხელ ერთმა ბრძენმა კაცმა მირჩია, ისე ისწავლე ფრანგული, რომ მაგ ენაზე წერო, ჩვენთვის ნუღარ დაწერო….
რა კარგად მირჩია.
მადლობა ყურადღებისთვის.”