“ეს ძალიან ახალი, უცხო და საოცარია” – მაია ნადირაძე ელენე ხოშტარიაზე

"ეს ძალიან ახალი, უცხო და საოცარია" - მაია ნადირაძე ელენე ხოშტარიაზემაია ნადირაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ელენე ხოშტარია Elene Khoshtaria
ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ის რაც გააკეთა ელენე ხოშტარიამ, ჩემთვის არის ბევრ ასპექტში უმაღლესი შეფასების ღირსი. არა მხოლოდ ადამიანურობის და ემპათიის გამო. ეს ისეთი ცხადია, ბევრს ვერაფერს იტყვი – პოლიტიკური ოპონენტისთვის მსხვერპლი გაიღო, ეს ძალიან ახალი, უცხო და საოცარია. არა მარტო ამ ქაჯეთის ციხედ ქცეულ ქვეყანაში.
ასევე ეს იყო საზოგადოებისთვის ფასეულობების ერთგულების და ნებისყოფის დემონსტრირება. ცოტას შეუძლია თავისი ყველაზე სანუკვარი გვერდზე გაწიოს, რომ თუნდაც ისევ თავისი შვილებისთვის მომავალი გადაარჩინოს. და თან, საზოგადოება უკეთესი გახადოს.
ელენემ არა მარტო აწია ეთიკური სტანდარტი, არამედ პოლიტიკური კულტურაც.
და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საკუთარი პოლიტიკური წონა.
ვუსურვებ წარმატებას და გამარჯვებას ამ მიმართულებით, ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ხვალ ის თანამოაზრე იქნება თუ ოპონენტი. მის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ შემეპარება. არაფერია ამაზე ფასეული, პოლიტიკაში განსაკუთრებით.
მოკრძალებული მადლობა და დიდი პატივისცემა ელენე ხოშტარიას.”