ესპანეთში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავესესპანეთში ქართველების წინააღმდეგ მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა.  დაკავებულია საქართველოს 9 მოქალაქე.

ესპანური მედიიის ინფორმაციით, დაჯგუფებას ქართველი ძმები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც ესპანეთში 2017 წლიდან ცხოვრობენ.

გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები წინასწარ უთვალთვალებდნენ სახლებს, შემდეგ კი ძარცვავდნენ.  ერთ ღამეში ქართველებმა  5 ბინის გაძარცვა მოახერხეს.

სპეცოპერაციის დროს ამოღებულია ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და საქართველოს პასპორტები.

ტვ პირველი