„გადაიყვანეთ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში…” – მეუფე იოსები

„გადაიყვანეთ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში..." - მეუფე იოსებიშემოქმედელი მიტროპოლიტი, მეუფე იოსები სოციალურ ქსელში წერს:

„მოკრძალებით,მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თქვენ დღეს ისე ახლოს ხართ ღმერთთან,როგორც არასდროს. თქვენ დღეს ისეთ განსაცდელში ხართ საკმარისია ღმერთს სთხოვოთ და ილოცოთ სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, თქვენი თავისუფლებისთვის ვფიქრობ, რომ ღმერთი მყისიერად შეგისრულებთ თქვენს თხოვნას,ლოცვას მთების გადაადგილება შეუძლია.
ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე ნიკოლოზს,რადგანაც მან აღასრულა უპირველესი მოვალეობა ქრისტიანისა, აღსარება ჩაიბარა ყოფილი პრეზიდენტიდან და ბოლოს აზიარა იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს.ასევე მინდა განვმარტო, რომ ადამიანი რომელიც ზის ციხეში, ან სავადმყოფოშია სრულებითაც არარის სავალდებულო მარხვა, რადგანაც ყველაზე დიდი მარხვა განსაცდელია და მის მიმართ განკითხვა სრულიად უსაფუძვლოა.
მოკრძალებით კიდევ ერთხელ ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას გადაიყვანეთ ბატონი მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებით თქვენ, ყველა, მთელი საქართველო.
სიყვარულით, იოსები მიტროპოლიტი შემოქმედელი.“